„ნაცმოძრაობას”, გარდა ოფიციალური საარჩევნო შტაბისა, კრიმინალ ვანო მერაბიშვილის ხელმძღვანელობით ე.წ. რევოლუციური შტაბი აქვს გახსნილი - ირაკლი კობახიძე - Palitra News

„ნაცმოძრაობას”, გარდა ოფიციალური საარჩევნო შტაბისა, კრიმინალ ვანო მერაბიშვილის ხელმძღვანელობით ე.წ. რევოლუციური შტაბი აქვს გახსნილი - ირაკლი კობახიძე

2020-10-28 13:14:51+04:00

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობას“, გარდა ოფიციალური საარჩევნო შტაბისა, ე.წ. რევოლუციური შტაბი აქვს გახსნილი, რომელსაც ვანო მერაბიშვილის ხელმძღვანელობს.

ამის შესახებ კობახიძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული შტაბის მიზანი ძალადობის წახალისება და პოლიტიკური პროცესების რევოლუციური სცენარით განვითარებაა.