თბილისში, რესპუბლიკის მოედნიდან საქართველოს პრეზიდენტის ათონელის რეზიდენციისკენ საპროტესტო აქცია მსვლელობა გაიმართა. საპროტესტო მსვლელობას პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა და მხარდამჭრებმა მოაწყვეს. ისინი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ აგვისტოს ომთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს აპროტესტებდნენ.