პრეზიდენტის ინაუგურაცია სავარაუდოდ, პროტესტის აქციის ფონზე ჩაივლის. თელავში 16 დეკემბერს სავარაუდოდ „ნაციონალური მოძრაობის“ აქციაც გაიმართება. ოპოზიცია არჩევნების შედეგებს ოპოზიცია არ აღიარებს და არც პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასწრებას აპირებს. მათ საკაპასუხოდ კი მმართველ გუნდში ამბობენ რომ „ნაციონალური მოძრაობა", როგორც რეჟიმი, გასამართლებული უნდა იყოს. უმრავლესობის წევრებისთვის დასანანია, რომ „ნაციონალური მოძრაობა" კვლავ სიძულვილის ენით, ცდილობს პოლიტიკური მიზნების მიღწევას.