"ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტს კვლავ ბოიკოტს უცხადებს და ბიუროს სხდომაზე დასწრებას, სადაც საარჩევნო ცვლილებებზე კანონპროექტის ინიცირება უნდა მოხდეს, არ აპირებს.
როგორც ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ისინი საპარლამენტო საქმიანობას მას შემდეგ გააგრძელებენ, რაც შეთანხმების ორივე პირობა - საკონსტიტუციო ცვლილებები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება, შესრულდება. გოცირიძე ოლქების გადანაწილების საკითხსაც გამოეხმაურადა აღნიშნა, რომ მმართველი პარტია ცდილობს, თბილისში 1 ოლქი მოიპაროს.
რაც შეეხება საარჩევნო ბლოკებს ნაციონალური მოძრაბის ფრაქციის თავმჯდომარის განცხადებით აღნიშნულ საკითხზე პოზიცია ჯერ ჩამოყალიბებული არ არის.