22:17
22 სექტემბერი, 2019, კვირა
იტვირთება შემდეგი ვიდეო
მკურნალი
ნაწლავის ბაქტერიები კიბოს განვითარების რისკს ამცირებს - რას მიაგნეს თაგვებზე დაკვირვებით მეცნიერებმა?
23-05-2019

მეცნიერების აზრით, სხვადასხვა დიეტა ნაწლავის ბაქტერიულ შემადგენლობას ცვლის, რაც თავის მხრივ, გენებზე და კოლატერალური კიბოს განვითარების რისკსზე მოქმედებს.

სპეციალისტებმა თაგვებზე და უჯრედულ კულტურებზე ექსპერიმენტი ჩაატარეს. მკვლევარებს დაავადების პროფილაქტიკაში მოკლეჯაჭვიანი ცხიმოვანი მჟავების როლი აინტერესებდათ. მოკლეჯაჭვიანი ცხიმოვანი მჟავები გამომუშავდება ნაწლავის ბაქტერიების მიერ, ხილისა და ბოსტნეულის გადამუშავებისას. ისინი შეიძლება მოხვდეს ნაწლავის უჯრედებში და მოახდინოს მათზე ზემოქმედება. ექსპერიმენტის მსვლელობისას, მკვლევარები, თაგვების ნაწლავში ბაქტერიების შესამცირებლად, ანტიბიოტიკებს იყენებდნენ. ამის შემდეგ სპეციალისტები სწავლობდნენ მღრღნელების განავლის ნიმუშებსა და ნაწლავის ეპითელიუმის უჯრედებს.

მოკლეჯაჭვიან ცხიმოვან მჟავებს მეცნიერები ასევე უმატებდნენ ადამიანის მსხვილი ნაწლავის კიბოს უჯრედებს. მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ეს მჟავები ხელს უწყობდნენ ცილების მოდიფიკაციას, რომლის გამოც გენები შეიძლება „ჩაირთონ“ ან „გამოირთონ“. ცილების მოდიფიკაცია აქტიურდებოდა ცილა HDAC2 ინჰიბირების წყალობით. წინა კვლევებმა აჩვენა, რომ HDAC2 მაღალი დონე დაკავშირებული იყო კოლატერალური კიბოს რისკის გაზრდასთან.


თაგვების ნაწლავში ნაკლები რაოდენობით ბაქტერიისას, მეტი აღმოჩნდა HDAC2. სპეციალისტები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ დიეტის საშუალებით (რაციონში ხილისა და ბოსტნეულის შეტანა) ცილების მოდიფიკაციის მართვა წარმოადგენს კორალეტარული კიბოს პროფილაქტიკის ეფექტურ საშუალებას.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები