"ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა ზუგდიდის შემდეგ საქველმოქმედო აქცია მცხეთასა და დუშეთში გამართეს. "სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის" და "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების მიერ ორგანიზებულ აქციაზე პირბადეები, სადეზინფექციო ხსნარები და ხელთათმანები დარიგდა. ზუგდიდში გამართული აქციისაგან განსხვავებით, მცხეთასა და დუშეთში სამედიცინო აღჭურვილობის მისაღებად მისულ მოქალაქეებს შორის დისტანციის კონტროლი ხდებოდა.