"ქართული ოცნების პოლიცია ხალხზე ძალადობს", "დაისაჯონ მოძალადეები", "ხელისუფლება დაგვცინისი",- ამ ლოზუნგებით აჭარის მთავრობის სახლთან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა და მათმა მხარდამჭერებმა საპროტესტო აქციას გამართეს.
როგორც შეკრებულებმა განაცხადეს, ხელისუფლება მოქალაქეებზე სისტემურად ძალადაობს. მათი თქმით, ნათელი მაგალითი იყო თბილისში, როდესაც პკლიციამ შშმ პირზე იძალადა.
როგორც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა აღნიშნეს, სუსტემის მიერ, ძალადობა კარგად გამოჩნდა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხელ სააკაშვილის მიმართაც.