ათონელზე მდებარე პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საპროტესტო აქცია გამართა. აქციის მონაწილეებმა რუსეთთან მიმართებაში საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებები გააპროტესტეს. აქციის მონაწილეების შეფასებით, ზურაბიშვილმა ქართველ ხალხს შეურაცხყოფა მიაყენა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდა, რომ არ აჰყვეს ესკალაციას.