"ნაციონალური მოძრაობისა“ და პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატებმა თბილისის საკრებულოს პირველი სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს. მანამდე "ნაციონალური მოძრაობის" წევრები თბილისსა და ზუგიდში ახლად არჩეული საკრებულოს პირველ სხდომაზე მაისურებით მივიდნენ, რომელზეც ბათუმის საკრებულოს გარდაცვლილი წევრი ნუგზარ ფუტკარაძის ფოტოა გამოსახული.
ცნობისთვის, ბათუმის საკრებულოს ახალ არჩეული წევრი ნუგზარ ფუტკარაძე რამდენიმე კვირის წინ გარდაიცვალა.
"ნაციონალური მოძრაობის" განცხადებით, ნუგზარ ფუტკარაძეს, თორნიკე რიჟვაძის მამის, დავით რიჟვაძის დავალებით, მოსყიდვის სანაცვლოდ ასი ათას დოლარს სთავაზობდნენ.
"ნაციონალური მოძრაობა" თბილისის საკრებულოში 13-ი წევრითაა წარმოდგენილი. პარტია „საქართველოსთვის“ კი ერთი წევრით.