საპარლამენტო უმრავლესობა შესაძლოა ფრაქცია „სოციალ-დემოკრატების„ წევრებმა მირან წიკლაურმა და გია ჟორჟოლიანმა დატოვონ. დეპუტატები „პალიტრა ნიუსთან“ საუბარში, უმრავლესობასთან შეუთავსებლობის რამდენიმე მიზეზზე საუბრობენ, რომელთა შორის სასამართლო საკითხები და ეკონომიკური პოლიტიკაა. ჟორჟოლიანი ფრაქციის წევრების მხრიდან მმართველი საპარლამენტო გუნდის დატოვებას არ გამორიცხავს. კიდევ ერთი დეპუტატი, ვინც შესაძლოა, უმრავლესობის რიგებს გია ჟორჟოლიანთან და მირიან წიკლაურთან ერთად გამოაკლდეს, რუსლან პოღოსიანია. პოღოსიანი ეკა ბესელიასა და ლევან გოგიჩაიშვილის თანამოაზრე დეპუტატთა შორისაა.