"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა ციხისძირში საპროტესტო აქცია გამართეს. შეკრებილებმა აჭარიდან გურიაში ასწლოვანი ხეების გადატანა გააპროტესტეს. "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა ხეებზე სიმბოლურად "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო დაპირებები დაამაგრეს. როგორც აქციის მონაწილე აცხადებს, თუ ბიძინა ივანიშვილი ხეების გადატანას არ შეაჩერებს, ფართომასშტაბიან აქციებს გამართავენ.