„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებს, ევროკავშირის ელჩსა და ამერიკის ელჩს შორის შეხვედრა დასრულდა. ევროკავშირის ელჩის ოფისი „ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა გრიგოლ ვაშაძემ და კობა ნაყოფიამ უკვე დატოვეს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მცირე კომენტარით შემოიფარგლნენ, ხოლო აშშ-ის ელჩმა ტერიტორია კომენტარის გარეშე დატოვა.
როგორც ნაციონალური მოძრაობის წევრები აცხადებენ, შეხვედრაზე ელჩებს თავიანთი მოსაზრებების გაცნობა სთხოვეს, რაც შეეხება ხელისუფლებასთან გასამართ მოლაპარაკებებს, პარტიის წევრები აცხადებენ, რომ არ იციან, გაიმართება თუ არა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი.