„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ნიკა მელიას მხარდასაჭერად რესპუბლიკის მოედნიდან რუსთავის ციხემდე ავტოკოლონებით მსვლელობას მართავენ.როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ირაკლი ნადირაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, ნიკა მელია არანაირი გირაოს გადახდას არ აპირებს და „ვინც ამას გააკეთებს, ყველა მისი მტერია“.