გუგუტიანთკარში, სოკუპაციო საზღვართან, "ნაციონალური მოძრაობის" წევრები იმყოფებოდნენ. ისინი მოსახლეობას შეხვდნენ და ადგილზე ბორდერიზაციის პროცესს გაეცნენ. მათი თქმით, გუგუტიანთკარში მოსახლეობას ძალიან უიმედო განწყობა აქვს, რადგან ისინი არ გრძნობენ სათანადო ყურადღებას.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრების თქმით, საქართველოს პრეზიდენტი და მთავრობის მაღალი თანამდებობის პირები რეაგირებას არ ახდენენ იმ ვითარებაზე, რაც დღეს საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ხდება და შედეგად რუსეთი "დაუსჯელად ახორციელებს საკუთარ მიზნებს".