"რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერის თამარ კორძაიას ინფორმაციით, "ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისში პოლიტიკური პარტიების შეხვედრა მიმდინარეობს, სადაც სამომავლო საქმიანიბასთან დაკავშირებით მსჯელობენ. მისივე განმარტებით აღნიშნულ შეხვედრას ყველა ის ოპოზიური პარტია ესწრება,რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში იმყოფება და მათ შორის განხილვის ერთ-ერთი თემა სამომავლო აქციებიც არის.