"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები ნუგზარ წიკლაური და გოგა ონიანი ივანიშვილის ბანკ "ქართუს" მოქალაქეების ინტერესების უგულებელყოფაში ადანაშაულებენ. როგორც მათ განაცხადეს, კომპანიამ "ქართულმა საინვესტიციო ჯგუფმა 21-ემ" 10 წლის წინ 50-მდე ტაქსის მძღოლს მანქანები ხელშეკრულებით გადასცა, 48 ათასი ლარის დაფარვის შემდეგ კი ავტომობილები მათ საკუთრებაში უნდა დარჩენოდათ, თუმცა კომპანიამ პირობა არ შეასრულა. ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, პარტია მძოლების ინტრესებს სამართლებრივად დაიცავს. ასევე, თუ საჭირო გახდება, ნაციონალური მოძრაობა პროტესტის სხვა ფორმებსაც არ გამორიცხავს. ბანკი "ქართუ" კი ნაციონალურ მოძრაობას ცილისწამებაში სდებს ბრალს და ოპოზიციური პარტიის წინააღმდეგ სასამართლოში ჩივილს აპირებს.