"ნაციონალური მოძრაობის" სამგორის ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატის, ლევან ხაბეიშვილის ინფორმაციით, პარტიის სამგორის საარჩევნო შტაბის ოფისი დაარბიეს.როგორც ლევან ხაბეიშვილმა "პალიტრანიუსს" განუცხადა, შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. მისი ინფორმაციით დარბეულია საარჩევნო შტაბი რომელიც აფრიკის დასახლებაში მდებარეობს, დაზიანებულია ბანერი და ცალეწილია მინები. თვითმხილველების თქმით შენობა 2 მამაკაცმა დაარბია.