20 იანვარს, "ნაციონალური მოძრაობის" ყრილობაზე შეკრებილ დელეგატებს მიხეილ სააკაშვილიც მიმართავს. ამის შესახებ ჟურნალისტებს "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმა განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, პოლიტიკური გამოსვლების გარდა, დაგეგმილია პარტიის ლიდერის მიხეილ სააკაშვილის ჩართვა.