„ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისთან აქციის მონაწილეებსა და სამართალდამაცველებს შორის დაპირისპირება მოხდა, რის შედეგად პოლიციამ 21 ადამიანი დააკავა. დაჯავებულთა შორის ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძეცაა.
სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება ნიკა მელიას დაკავების შემდეგ დაიწყო. აქციის მონაწილეებმა პოლიციას მოუწოდეს, ტერიტორია დაეტოვებინათ და არ შეესრულებინათ უკანონო დავალება.