ცოტახნის წინ ვითარება დაიძაბა „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან. შენობაში შესვლას სამართალდამცველები ცდილობდნენ. ისინი მელიასთვის სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების გადაცემას აპირებდნენ. თუმცა აქტივისტებმა სამართალდამცველებს შენობაში შესვლის შესაძლებლობა არ მისცეს. სამართალდამცველებთან შესახვედრად პარტიის ოფისიდან გამოვიდა ნიკა მელიას ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი და პოლიციელებს განჩინების მისთვის გადაცემა მოსთხოვა თუმცა პოლიციელებმა განჩინება უფლებადამცველს არ გადასცეს და შენობის მიმდებარე ტერიტორია დატოვეს.