დილიდან მობილიზაცია შეინიშნება „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის მიმდებარედ არსებულ, შსს-ს გადაუდებელ დავალებათა დეპარტამენტის ბაზაზე, სადაც გამთენიისას ასეულობით ავტომანქანა შევიდა. ბაზის ტერიტორიაზე მობილიზებულია ავტობუსებიც. ბაზის ტერიტორიაზე უწყების რამდენიმე ასეული მსუბუქი მანქანა შევიდა.
როგორც "პალიტრანიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მესამე განყოფილების ტერიტორიაზე დგას ავტობუსებიც, თუმცა ისინი ამ დროისთვის ცარიელია.
ბაზის ტერიტორიაზე შეინიშნება სამართალდამცავების ფეხით გადაადგილებაც.