"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ნიკა მელია, ვარკეთილში, ბერიაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა. ადგილობრივების განცხადებით, კორპუსში სადაც 124 ოჯახი ცხოვრობს, 9 თვის მანძილზე დაზიანებულია ნილები, წყალგაუმტარობის გამო სარდაფში გროვდება ფეკალური მასა, ირგვლივ მომრავლებულია მღრღნელები, ქვეწარმავლები, რაც გაუსაძლისს და საშიშს ხდის ადამიანების ცხოვრებას. მათივე თქმით, მათ არაერთხელ აღნიშნულთან დაკავშირებით მათ არაერთხელ მიმართეს თბილის მერიას და ამ დრომდე რეაგირებას ელოდებიან.