08:38
26 აგვისტო, 2019, ორშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
360 გრადუსი
"ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლება უფრო ეფექტური იყო როგორც ცუდში, ასევე კარგშიც" - ნინო ბურჯანაძე
30-01-2019

„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლება უფრო ეფექტური იყო, როგორც ძალიან ბევრ ცუდში, ასევე კარგშიც, რაც კეთდებოდა. დღეს ხელისუფლება რეალურად რამეს აკეთებს?, - ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

როგორც ბურჯანაძემ აღნიშნა, ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხი დაბალია, კორუფციაც არის და არაგამჭვირვალე ტენდერებიც ტარდება.

„ნეპოტიზმიც არის, სამწუხაროდ, კორუფციაც არის, არაგამჭვირვალე ტენდერებიც არის, დემოკრატიის ხარისხიც ძალიან დაბალია და ძალიან ბევრი სხვა რამ, მაგრამ დასკვნები, რომელიც გაკეთდა, თურმე, მოსახლეობის 41% კარგად აფასებს მთავრობის საქმიანობას, კიდევ 4 თუ 5% ძალიან კარგად, ანუ ლამის მოსახლეობის ნახევარი ამბობს, რომ მთავრობა კარგად მუშაობს.

წინა ხელისუფლებას თუ შეადარებ, მით უმეტეს ვერ შეაფასებ ამ ხელისუფლების მუშაობას. ეფექტური ის ხელისუფლება უფრო იყო, ცუდშიც და კარგშიც, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლება უფრო ეფექტური იყო, როგორც ძალიან ბევრ ცუდში, ასევე კარგშიც, რაც კეთდებოდა. დღეს ხელისუფლება რეალურად რამეს აკეთებს? როცა მოსახლეობა უმუშევრობაზე ლაპარაკობს, როცა სოციალურ სიდუხჭირეზე საუბრობს, როცა ჩვენ ვხედავთ გალის მოსახლეობის ღაღადს, ერთი თვეა გალის მოსახლეობა აბსოლუტურად უპატრონოდაა მიტოვებული და ხელისუფლების მხრიდან ერთი განცხადებაც არ გაკეთებულა ამასთან დაკავშირებით, არათუ, რამე ნაბიჯი არ გადადგმულა. რომელ ეფექტურ ხელისუფლებაზე ვლაპარაკობთ?!“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

AutoPlay
"360 გრადუსი" - მარგველაშვილის პოზიცია
09-08-2019
"ნაციონალური მოძრაობის" დროსაც ძალიან მიბრაზდებოდნენ იმიტომ, რომ 2003 წლიდან არ მომწონდა სააკაშვილი" - გიორგი მარგველაშვილი
09-08-2019
ვამბობდი, რომ ჩვენ სხვა რამისთვის მოვედით, ისინი მეუბნებოდნენ არა, შენ არ გაქვს უფლება ხმა ამოიღო - გიორგი მარგველაშვილი "ქართულ ოცნებაზე"
09-08-2019
ივანიშვილი დაგვპირდა, რომ 1 წელიწადში ყველაფერს დაალაგებდა და ჩვენ ვნახეთ ამ დალაგების ძალიან აქტიური ზაფხული - გიორგი მარგველაშვილი
09-08-2019
თქვენ გინდათ მითხრათ, რომ ჩვენ ავტორიტარულ სახელმწიფოში ვცხოვრობთ? - გიორგი მარგველაშვილის პასუხი წამყვანს
09-08-2019
"360 გრადუსი" - 11 წელი აგვისტოს ომიდან; განათლების მინისტრის პოზიცია; უსუფაშვილის პოზიცია; ბოკერიას პოზიცია
08-08-2019
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები