პარტია "ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ნიკა მელიას დაკავების ოპერაციის დროს, პარტიის ოფისი დაარბიეს. მათი ცნობით, დარბეულია რამდენიმე ოთახი, მათ შორის, პარტიის არქივის ოთახი და IT სამსახურის ოთახი.
სამართალდამცველები პარტიის ოფისში დილით შევიდნენ. ნიკა მელია საკუთარ ოთახში აიყვანეს, მანამდე კი აღნიშნულ ოთახში, ისე როგორც მთლიანად პარტიის ოფისში სამართალდამცავებმა ე.წ. წიწაკის სპრეი გაუშვეს.