ბოლნისში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, კახა ოქრიაშვილის საარჩევნო შტაბის ოფისი გატეხეს. შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა.
როგორც "პალიტრანიუსს" „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დიმიტრი შაშკინმა განუცხადა, ადგილზე ამ დროისთვის ექსპერტები და სამართალდამცავები მუშაობენ. მისივე განმარტებით, პირველადი ინფორმაციით, შტაბიდან წაღებულია კომპიუტერული ტექნიკა, რომლითაც თანამშრომლები სარგებლობდნენ. დიმიტრი შაშკინი მომხდარს წინასაარჩევნო პროცესებს უკავშირებს.