16:20
26 მარტი, 2019, სამშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
7 VS 1
"ნაციონალური მოძრაობა" ვერ მოვაშორეთ ამ ქვეყანას იმიტომ, რომ არ გამოჩნდა ნორმალური ოპოზიცია" - აკაკი ზოიძე
15-03-2019

ჯანსაღი და ძლიერი ოპოზიციის გარეშე ამ ქვეყენას წარმატება არ უწერია - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა აკაკი ზოიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „7 VS 1“ განაცხადა. აკაკი ზოიძემ სახელისუფლებო გუნდიდან წასული წევრების შესახებ ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ ეს გუნდი კონსტრუქციულ და ჯანსაღ ოპონირებას გაუწევს ხელისუფელაბას.

„მე პირველ რიგში გამოვხატავ დიდ პატივისცემას ამ ადამიანების მიმართ, ჩვენ ამ ადამიანებთან ერთად 2 წელი გამოვიარეთ და ზოგიერთ მათგანთან უფრო მეტიც, ვისურვებდი რომ ისინი ყოფილიყვნენ წარმატებულები და ჩვენ ერთად ვყოფილიყავით წარმატებულები, მათ შორის ქვეყნის მშენებლობაში იმიტომ, რომ ჯანსაღი და ძლიერი ოპოზიციის გარეშე ამ ქვეყენას წარმატება არ უწერია, ოღონდ ეს ოპოზიცია უნდა იყოს კონსტრუქციული და არა ჩასაფრებული.

„ნაციონალური მოძრაობა“ ვერ მოვაშორეთ ამ ქვეყანას იმიტომ, რომ არ გამოჩნდა ნორმალური ოპოზიცია, რომელიც ჩაანაცვლებდა „ნაციონალურ მოძრაობას“, პირდაპირ გეუბნებით, ეს ხალხი ლამის „ანონიმკებს“ აგზავნის საერთაშორისო ორგანიზაციაში, რომ ქვეყანას ზიანი მიაგდეს“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
ირინა
18-03-2019
რა იყო ზოიძე სიმართლე მწარეა? შენ კი გინდა სირაქლემას პოზიცია ქონდეს ერს , მაგრამ ვერ მოგართვით!
სესილი ძარნაძე
16-03-2019
ბატონო აკაკი,ჯანსაღი და ძლიერი ოპოზიციონერი ვერასოდეს იქნება ოცნებიდან გაგდებული,რადგან ისევ მანდ შემოძვრომაზე ფიქრობს და ცდილობს ისევ ბიძინას ფრთებქვეშ შეიყუჟოს,ინაშვილიც იძახის ოპოზიცია ვარო,მაგრამ ყველამ ვიცით ვინც არის,თქვენ არ მოგწონთ ერთადერთი ნამდვილი ოპოზიცია,(ენმ)რომელიც მილიონამდე ადამიანს აერთიანებს და მოვიშოროთო იძახი,გამოდის ერთპარტიულობის მომხრე ხართ და მშვიდად გინდათ ბიძინასთან ერთად გააგრძელოთ ქვეყნის ნგრევა და დაღუპვა,---ვერ ეღირსებით
სხვა სიახლეები