საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საქართველოს პარლამენტს განსახილველად წარუდგინა დადგენილების პროექტი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე, რომელმაც უნდა შეისწავლოს 2017 წლის 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებული გარემოებები. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია ნათქვამი, აღნიშნული ფაქტისას იკვეთება სახელმწიფო ორგანოს, თანამდებობის პირების კანონსაწინააღმდეგო ქმედებები, რის შედეგადაც მოხდა თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფა.