"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მოუწოდებს საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმეზე შინაგან საქმეთა მინისტრი, სუს-ის ხელმძღვანელი და განათლების მინისტრი დაკავებული თანამდებობიდან გადააყენოს.როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა რურუამ განაცხადა, თუ დასახელებული პირები არ გადადგებიან, ან მათ პრემიერი არ გაათავისუფლებს, "ნაციონალური მოძრაობა" "მიაღწევს მთავრობის მთელი შემადგენლობის გადადგომას ქართველ ხალხთან ერთად".