„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დღეს დაგეგმილ ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაზე გრიგოლ ვაშაძის კანდიდატურას უყრის კენჭს. ენმ-ს თავმჯდომარის პოსტზე გრიგოლ ვაშაძის კანდიდატურის მხარდაჭერასთან დაკავშირებით ვიდეო-მიმართვაში საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ისაუბრა და განაცხადა, რომ თავად ვაშაძის კანდიდატურას უჭერს მხარს. ამასთან, როგორც პარტიაში აცხადებენ, ვაშაძის კანდიდატურის ირგვლივ მსჯელობა პარტიაში დიდი ხანია მიმდინარეობდა.