„ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია“ ოპოზიციურ სპექტრთან მთავრობის ფორმირებაზე აქტიურ კომუნიკაციას იწყებს. ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, არჩევნები მთელი ქვეყნის მასშტაბით ზეწოლის ფონზე მიმდინარეობდა.