"ნაციონალური მოძრაობა" სახახლო დამცველის მიერ წარმოდგენილ ანგარიშსს საგანგაშოს უწოდებს. როგორც ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ განაცხადა, "ქართული ოცნების" ერთადერთი წარმატებული სფერო ციხეები იყო და ეს მიმართულებაც ჩამოეშალათ. როგორც მან აღნიშნა, მინისტრი ასეთი საგანგაშო ანგარიშის გამო თავის მართლების ნაცვლად, გადადგებოდა.
რომან გოცირიძის თქმით, ციხეებში ფაქტობრივად აღდგენილია ფინანსური კრიმინალური სისტემა და ხელისუფლება ამ ძალას საარჩევნო მიზნებისთვის იყენებს.