"ნაციონალური მოძრაობა" მოითხოვს, ცესკო-მ არჩევნებისთვის ერთთვიანი პირადობის მოწმობები არ დაუშვას. როგორც დღეს პარტიაში გამართულ პრესკონფერენციაზე მოძრაობის ლიდერებმა თინა ბოკუჩავამ და ლევან ბეჟაშვილმა განაცხადეს ხელისუფლება საზოგადოებას "ქაღალდის პირადობების ეპოქაში" აბრუნებს. მათივე თქმით, "უჩიპო" პირადობის მოწმობები ხელისუფლებას არჩევნების მარტივად გააყალბებისთვის სჭირდება.
როგორც პარტიაში აცხადებენ უნდა დამზადდეს ბიომეტრიულ პარამეტრებთან ადაპტირებული "უჩიპო" მოწმობები და ამ პროცესში მონიტორინგის მიზნით არასამთავრობო და სადამკვირვებლო ორგანიზაციები ჩაერთონ.
ლევან ბეჟაშვილის თქმით, პარტიების წარმომადგენლებისთვის ხელმოწავდომი უნდა იყოს ის ბაზები, რომლებითაც საარჩევნო სიების ფორმირება ხდება და ამისთვის სიების გადამოწმების კომისია უნდა შეიქმნება, რომელიც 2012 წლის არჩევნების დროსაც არსებობდა.