"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის ოთარ სირაძის ინფორმაციით, "გზების დეპარტამენტის უფროსის გიორგი სეთურიძის ლობირებით შემოყვანილ ხორვატიულ საპროექტო კომპანია IGH-თან დაკავშირებით, კორუფციული სქემები ხორციელდება".სირაძის განცხადებით, გასულ წელს გზების დეპარტამენტში გამოჩნდა სამკაციანი ხორვატიული ჯგუფი, რომელმაც რამდენიმე ქართულ საპროექტო კომპანიას შესთავაზა ხელშეკრულების დადება ისეთი სამუშაოების შესრულებაზე, რომლებზეც ტენდერი ჯერ კიდევ გამოცხადებულიც კი არ იყო.