"ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა არც ადასტურებს და არც უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ყრილობის 20 იანვარს ჩატარების მოწინააღმდეგები პარტიიდან გასვლის შესახებ განცხადებას 12 იანვარს გააკეთებენ. როგორც უგულავამ ჟურნალისტებს განუცხადა, თუ რაიმე თარიღი იქნება შეთანხმებული, საზოგადოება ამის შესახებ გაიგებს. მისივე თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" გაყოფილი კი არა, დანგრეულია.