საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილსა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი გახარიას მიმართავს, დაესწრონ საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციების გაერთიანებულ სხდომას, რომელიც ლარის გაუფასურების საკითხს ეხება. როგორც დავით ბაქრაძემ პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, 28 დეკემბერს დაგეგმილ სხდომაზე, მინისტრებმა უნდა წარმოადგინონ სამოქმედო გეგმა, რომელიც ლარს კიდევ უფრო გაუფასურებისგან დაიცავს.