"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციებს იწყებს", - ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ პენსიონერებთან შეხვედრისას განაცხადა.
როგორც ვაშაძემ აღნიშნა, "ლიბერთი ბანკი" პენსიონერებს პენსიით გარანტირებულ სესხზე 36%, ანუ სამჯერ მეტს ართმევს, რაც მისივე შეფასებით, პენსიონერების გაძარცვას ნიშნავს. მისივე განმარტებით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და გაერთიანებული ოპოზიცია ხელისუფლებისგან კატეგორიულად მოითხოვს, გაუქმდეს საპროცენტო განაკვეთი წინასწარ აღებულ პენსიებზე, პენსიონერებზე გაცემულ სესხებზე და უზრუნველყოფილ სესხებზე.