"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ბეჟაშვილი "ეროპული საქართელოს" განცხადებას გამოეხმაურა.
ბეჟაშვილის განცხადებით, მაშინ როდესაც არავის გაუკეთებია შეთანხმების დარღვევაზე განცხადება, ასეთი საუბრები მოსახლეობას აბნევს და ნიჰილიზმს იწვევს. მისივე თქმით, ვიდრე მოლაპარაკებები არ დასრულდება, მსგავსი განცხადებების საფუძველი არ არსებობს.
ცნობისთვის, "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, ბოლო პერიოდში ჩნდებოდა შთაბეჭდილება, "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან რომ ერთიან კანდიდატებთან დაკავშირებული მიდგომის გადახედვას ჰქონდა ადგილი.