„ქართულ ოცნებას“ და ნაციონალურ მოძრაობას“ ერთი და იგივე საყრდენები ჰყავს. „ქართულმა ოცნებამ“ ის საყრდენი მოძებნა, რაც ადრე „ნაციონალებს“ ჰქონდათ. სხვათა შორის, არავის მოუხვევია ისინი „ოცნებისთვის“, თავად იპოვეს და გემოსაც ატანენ ამ ყველაფერს. ეტყობათ კიდეც, უხარიათ, რომ ამ საყრდენებს მიაგნეს. ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროთ, თუმცა სად წავლენ, დაინახავს საზოგადოება. ერთი რამ მინდა აღვნიშნო, მე მოქალაქე ბიძინა ივანიშვილსა და მიხეილ სააკაშვილს შორის ტოლობის ნიშანს არ ვაყენებ. მე ვამბობ, მმართველ პოლიტიკურ ძალასა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის წაიშალა ზღვარი, სადემარკაციო ხაზი წაიშალა უზნეობის თვალსაზრისით. აი, ამ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც ივანიშვილი ხელმძღვანელობს, წაეშალა ზღვარი იმ პოლიტიკურ ძალასთან, რომელსაც ხელმძღვანელობდა სააკაშვილი“, - განაცხადა დავით მაღრაძემ.