ნაციონალური მოძრაობა“ რეგიონებში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს დღეს დაასახელებს. როგორც „პალიტრანიუსს" პარტიიდან აცნობეს, კანდიდატების წარდგენა 21:00 საათზე, „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში მოხდება.
შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის პარტიას მაჟორიტარი კანდიდატი ოფიციალურად მხოლოდ თბილისის სამ ოლქში ჰყავს დასახელებული და ესენი ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი და ხატია დეკანოიძე არიან.