"ნაციონალური მოძრაობა" ბოლნისში ნადიგ ბაირამოვის ცემის ფაქტზე პასუხისმგებლობას "ქართულ ოცნებას" აკისრებს.
პარტიის სახელით განცხადება "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა დიმიტრი შაშკინმა გააკეთა, რომლის ინფორმაციითაც, დაზარალებულმა ადგილზევე მიუთითა პოლიციას, რომ დამნაშავეები მმართველი პარტიის აქტივისტები არიან. საქმე ეხება ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაწყებულ კონფლიქტს, რა დროსაც სოციალური სამართლიანობისთვის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს სცემეს. ამ ავარიას კი ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.