03:54
25 ივნისი, 2019, სამშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
Newsroom
"ნაციონალური მოძრაობა" არის დესტრუქციული ძალა, რომელიც ცდილობს ყველაფერი გადაფაროს სიცრუით - კახა კალაძე
20-05-2019

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, გაუგებარი და რეალობას აცდენილია მიხეილ სააკაშვილისა და მისი მეუღლის, სანდრა რულოვსის განცხადებები. კალაძის შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობა“ არის დესტრუქციული ძალა, რომელიც ცდილობს ყველაფერი გადაფაროს სიცრუით და „ფეიქნიუსებით“. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საღამოს ნიუსრუმი“ ისაუბრა.

„განცხადებებს და მოწოდებებს, რომელსაც ვისმენდით სააკაშვილისგან, არის კატეგორიულად მიუღებელი. ეს არ არის პირველი არჩევნები, როდესაც სააკაშვილისგან ასეთ განცხადებებს ვისმენდით - იყო მოწოდებები არეულობებზე, დაპირისპირებაზე, პროვოკაციებზე, გადატრიალებაზე, დამხობაზე... თუკი რამე გადაცდომა იქნება, ჩვენი მხრიდან იქნება რეაგირება. კანონის ფარგლებში ყველას აქვს გამოხატვის თავისუფლება. ასევე გაუგებარი და რეალობას აცდენილია მისი მეუღლის სანდრა რულოვსის განცხადებები. ამ ყველაფერს ძალიან კარგად ხედავს საზოგადოება თუ ვის და რას წარმოადგენს „ნაციონალური მოძრაობა“. საზოგადოებამ კარგად იცის, ვინ არის ეს ძალა და რა ადამიანებისგან არის დაკომპლექტებული. ასეთი ოპოზიცია პირველ რიგში ჩემი ქვეყნისთვის არის ცუდი. რა თქმა უნდა, ხელისუფლებისთვისაც ცუდია, როდესაც არის ასეთი დესტრუქციული ოპოზიცია. „ნაციონალური მოძრაობა“ არის დესტრუქციული ძალა, რომელიც ცდილობს ყველაფერი გადაფაროს სიცრუით, „ფეიქნიუსებით“, - აღნიშნა კალაძემ.

AutoPlay
ვინ არიან გოგონები, რომელთა შექმნილმა პატრიოტულმა კამპანიამ სრულიად ქართული ინტერნეტსივრცე გააერთიანა - "გაატარე ზაფხული საქართველოში"
გამოქვეყნდა 7 საათის წინ
დღის ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო ამბები - Newsroom პალიტრანიუსის ეთერში!
გამოქვეყნდა 7 საათის წინ
კამპანია "ქართული ზაფხულის" ფარგლებში პალიტრამედია სასტუმროებს უფასო რეკლამას გაუკეთებს
გამოქვეყნდა 7 საათის წინ
რუსული უწყებების ინფორმაციით ქართულ ღვინოზე კონტროლი მკაცრდება
გამოქვეყნდა 7 საათის წინ
რა იგულისხმება ნულოვან საარჩევნო ბარიერში და როგორ მოხდება ხმების დათვლა?
გამოქვეყნდა 7 საათის წინ
რა ხდება პარლამენტთან, სადაც აქცია 8 საათამდე გადაიდო
გამოქვეყნდა 8 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები