ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მოირიგ სათამაშო დღე გაიმართა, სადაც სულ 3 მატჩი შედგა. დღის პირელი დაპირისპირება ატლანტაში ჰოუქსაა და მაიამი ჰიტს შორის გაიმართა, რომელიც სტუმრების გამარჯვებუთ 106-97 დასრულდა. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ახალწვეული კენდრიკ ნანი დასახელდა, მის ანგარიშზე 28 ქულა და 2 მოხსნაა. ატლანტას რიგებში საუკეთესო ჯაბარი პარკერი იყო, რომელმაც საკუთარ გუნდს 23 ქულა 8 მოხსნა და 2 პასი შესძინა.
დღის მეორე მატჩში ახალგაზრდა ნიუ ორლეან პელიკანსი უკვე კარგად გამოცდილ დენვერ ნაგეთს დაუპირისპირდა და 122-107 დაამარცხა. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ჯალილ ოკაფორი დასახელდა, როელმაც 26 ქულა 5 მოხსნა 2 ჩაჭრა 1 პასი და 1 დაფარება მიითვალა. დენვერიუს რიგებში საუკეთესო ნიკოლა იოკიჩი იყო, რომელმაც 13 ულის 6 პასი ს და 6 მოხსნის მოგროვება შეძლო.
დღის ცენტრალური დაპირისპირება ლოს ანჯელესში გაიმართა, სადაც ადგილობრივი კლიპერსი გრეგ პოპოვიჩის შეგირდებს დაუხვდა. 3 მეოთხედი თანაბარი თამაში მიდიოდა, თუმცა ბოლოს მასპინძლებმა მცირე გაქცევა მოაწყუვეს და გამარჯვებაც 103-97 მოიპოვეს. შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე კავაი ლეონარდი იყო, რომელმაც გუნდ 38 ქულა 12 მოხსნა და 4 ჩაჭრა მოუტანა. სპურსის რიგებში საუკეთესო დემარ დეროზზანი იყო, მან საკუთარ აქტივში 29 ქულა 7 მოხსნა და 2 პასი ჩაიწერა.