ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მესამე სათამაშო დღე გაიმართა. დღის ცენტრალური დაპირისპირება სან ფრანცისკოს ჩეის ცენტრში გაიმართა, სადაც უკანასკნელი პერიოდის საუკეთესო გუნდი, გოლდენ სტეიტ უორიორსი ლოს ანჯელეს კლიპერსს დაუპირისპირდა. შეხვედრა სრულად სტუმრების უპირატესობით და მათივე დამაჯერებელი გამარჯვებით 122-141 დასრულდა.
კიდევ ერთი საინტერესო დაპირისპირება შედგა ჰიუსტონში, სადაც ადგილობრივი როკეტსი მილოუკი ბაქსს დაუპირისპირდა. შეხვედრას ყველა ენ ბი ეის გულშემატკივარი მოუთმენლად ელოდა, რასელ უესტბრუკისა და ჯეიმს ჰარდენის ახალმა დუეტმა სეზონის გახსნითი მატჩი, იანის ანტეტუკუმპოსთან წააგეს. მილოუკიმ სტუმრად მეტოქე 111-117 დაამარცხა. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ბერძენი ფოვრადი დასახელდა, რომელმაც 30ქულა 13 მოხსნა და 11 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა. როკეტსის რიგებში ყველაზე შედეგიანი რას უესტბრუკი იყო, რომელმაც 24 ქულა 16 მოხსნა და 7 პასი მოაგროვა. თავის მხრივ ორმაგი დუბლი გაიფორმა ჰარდენმაც, რომელმაც 19 ქულას 7 მოხსნასა და 14 პასს მოუყარა თავი.