22:21
22 სექტემბერი, 2019, კვირა
იტვირთება შემდეგი ვიდეო
Newsroom
"ნაციონალურ მოძრაობაში" დაპირისპირება აშკარაა და ეს მოვისმინეთ ნიკა მელიას განცხადებებშიც - კახა კალაძე
20-05-2019

„ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირება აშკარაა, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საღამოს ნიუსრუმი“ განაცხადა.

მისი თქმით, დაპირისპირებას ამყარებს ნიკა მელიას განცხადებებიც.

„რა ხდება „ნაციონალურ მოძრაობაში“, გამიჭირდება პასუხის გაცემა, თუმცა ერთი ცხადია, რომ არის აშკარა დაპირისპირება და ეს გუშინაც მოვისმინეთ ნიკა მელიას განცხადებებში. ეს მათი შიდა სამზარეულოა და გამიჭირდება დეტალებში შევიდე. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ - ცხადია, რომ არის მათ შორის დაპირისპირება“, - აღნიშნა კალაძემ.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები