"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ხაბეიშვილი არგამორიცხავს, რომ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა მაჟორიტარ დეპუტატად იყაროს. როგორც ხაბეიშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემა "ნიუსრუმში" განაცხადა, მერაბიშვილს აქვს ლეგიტიმური უფლება მათ შორის არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს და მით უმეტეს, ისეთ არჩევნებში, სადაც ლეგიტიმურად ხალხმა უნდა გადაწყვიტოს მისცემენ თუ არა ხმას.
შეგახსენებთ, ვრცელდება ინფორმაცია რომ ნაციონალურმა მოძრაობამ შესაძლოა ახალციხეში მაჟორიტარ დეპუტატად ვანო მრაბიშვილის კანდიდატურა დააყენოს. ხაბეიშვილის თქმით, კონსულტაციები ყველა მიმართულებით მიმდინარეობს.