გორში სამართალდამცველებთან დაპირისპირებისას დაკავებულებს, წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ. გადაწყვეტილება გორის რაიონულმა სასამართლომ გუშინ, გვიან ღამით, ოთხ საათიანი მსჯელობის შემდეგ მიიღო. ხუთ დაკავებულს პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევაში ადანაშაულბენ, ერთ კი პოლიციელზე თავდასხმა ედება ბრალად. პოლიციასთან დაპირისპირების გამო 8 აპრილს, გორში თავდაპირველად 9 პირი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, ადგილზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც კეცხოველის ქუჩაზე, ერთ-ერთ სკვერში 20-მდე ახალგაზრდას საპატრულო ეკიპაჟმა წესრიგის დაცვისკენ მოუწოდა.ინციდენტის დროს დაშავდა 5 სამართალდამცველი. დაზიანდა პოლიციის 3 ავტომობილი.