"არასოდეს გამიშვა" - 62 წლის იაპონური წარმოშობის, ბრიტანელი მწერლის, ნობელის პრემიის ლაურეატის, კაზუო იშიგუროს დისტოპიური ჟანრის რომანი. კაზუო იშიგურო ლიტერატურის სამეფო საზოგადოების წევრია. მას დაწერილი აქვს 7 რომანი , არასოდეს გამიშვა მისი რიგით მე- 7 და ბოლო ნამუშევარია . ავტორმა წიგნი 2005 წელს დაწერა და გამოსვლისთანავე მოიპოვა ბესტსელერის სტატუსი. ბრიტანულმა გამომცემლობა "ფაბერ"-მა წიგნის მილიონიანი ტირაჟი მალევე გაყიდა.რომანის მთავარი გმირი 30 წლის ქეითია, რომელიც იხსენებს უცნაურ სკოლა-ინტერნატში გატარებულ ბავშვობის წლებს, სადაც ქმნიდნენ ადამიანის კლონებს, სამომავლოდ მათი ცოცხალ დონორებად გამოსაყენებლად. ქეითი და მისი ორი მეგობარი, ტომი და რუთი სწორედ ასეთი დონორები არიან. წიგნის მიხედვით მოქმედება მე-20 საუკუნეში დიდ ბრიტანეთში ვითარდება.