პროექტ „ევროპული არდადეგების“ ფარგლებში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან ახალგაზრდებისთვის საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ერთდღიანი სემინარი ჩატარდა.
სემინარზე საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატო-ში ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორმა თორნიკე ფარულავამ და ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორმა სალომე შაფაქიძემ ნატო-საქართველოს და ნატო-ევროკავშირის ორმხრივ ურთიერთობებზე, თანამშრომლობის მექანიზმებზე, არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს. სემინარის შემდეგ მოეწყო ექსკურსია ძველ თბილისში, სადაც მწერალმა დათო ტურაშვილმა ახალგაზრდებს ქალაქის ისტორიის შესახებ ესაუბრა.
პროექტი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის და კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ერთობლივი თანამშრომლობით ხორციელდება და მისი მიზანია ახალგაზრდების ინფორმირება საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე და ამ პროცესში მათი ჩართულობის გაზრდა.