საქართველოში მიმდინარე რეფორმები და გზა ნატოში გაწევრიანებამდე, ქვეყნის შიდა პოლიტიკა , საქართველოს ნატოსთან დაახლოვების პერსპექტივები და ანტიდასავლური პროპაგანდა-ამ საკითხებს განიხილავენ დელეგატები ნატოს საპარლამენტო ასამბლეაზე რომელსაც ბათუმი მეორე დღეა მასპინძლობს. საკითხზე მოხსენებებით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე სერგი კაპანაძე და პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი გამოვიდნენ. სემინარის მონაწილეებმა საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისა და საპარლამენტო დემოკრატიაზე გადასვლის საკითხებზეც იმსჯელეს.