საქართველოს თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას განცხადებით, ჩრდილო ალანტიკურ ალიანსში საქართველოს გაწევრიანებისთვის მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება რჩება. როგორც თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, საქართველო მზად არის გახდეს ნატოს წევრი ქვეყანა. რაც შეეხება შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხს, როგორც იზორიამ აღნიშნა, ჩვენ ვნახავთ კონკრეტულ ინიციატივებს, რომლის საფუძველზეც პარტნიორებთან თანამშრომლობით რეგიონში უსაფრთხოების გაძლიერება მოხდება.